Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღესტნის


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღესტნის განყოფილება აცხადებს,

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღესტნის განყოფილება აცხადებს,
რომ ჩეჩენ სეპარატისტთა შეიარაღებულმა ჯგუფმა შეძლო თავი დაეღწია სამხედროებისა და მესაზღვრეებისგან. წუხელ სეპარატისტები დაღესტნის სოფელ შაურში შეიჭრნენ, მოკლეს 9 მესაზღვრე და მძევლად აიყვანეს სოფლის 4 მაცხოვრებელი. მოსკოვში დაღესტნის რეგიონული მთავრობის წარმომადგენელი რამაზან მამედოვი აცხადებს, რომ ეჭვს არ იწვევს თავდამსხმელთა შორის ჩეჩნები იყვნენ: [მამედოვის ხმა] "არ გამოვრიცხავ, რომ მათ შორის იყვნენ უცხოელი დაქირავებული მეომრები და მეორეც - არ არის სწორი, რომ იქ არ იყვნენ ჩეჩნები. ისინი თავდამსხმელთა შორის იყვნენ, რადგან ისინი კარგად იცნობენ ამ ადგილებს, რადგან მუდმივად მოძრაობენ იქ, ამყარებენ კონტაქტებს, კვეთენ საქართველოს საზღვარს, რუსეთის საზღვარს, შედიან ჩეჩნეთში და იქიდან ისევ საქართველოში გადადიან". საქართველოს სასაზღვრო უწყების სარდალი ვალერი ჩხეიძე აცხადებს, რომ ბოევიკების ჯგუფი დაღესტანში საქართველოს ტერიტორიიდან არ გადასულა. ჩხეიძის თანახმად, საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გაგზავნილია ქართველ მესაზღვრეთა დამატებითი ქვედანაყოფი.
XS
SM
MD
LG