Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინის აყვანიდან მესამე დღეს


სადამ ჰუსეინის აყვანიდან მესამე დღეს აფეთქებები მოხდა ბაღდადსა

სადამ ჰუსეინის აყვანიდან მესამე დღეს აფეთქებები მოხდა ბაღდადსა
და ბაღდადის მახლობლად მდებარე პოლიციის ორ განყოფილებასთან. დაღუპულია ათი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ამჟამად, გასაიდუმლოებულ ადგილას შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიერ სადამ ჰუსეინის დაკითხვა მიმდინარეობს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით სადამ ჰუსეინი ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობის სურვილს არ ამჟღავნებს. შტატები სადამ ჰუსეინს ომის ტყვის სტატუსში განსჯის, რაც თავისთავად ჟენევის კონვენციით არის განსაზღვრული. ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ის ამზადებს სათანადო დოკუმენტებს ერაყის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის წინაშე მის ბრალეულობას ადასტურებს. ირანის მთავრობის წარმომადგენელმა აბდოლა რამაზანზადემ თქვა: [რამაზანზადეს ხმა] "სადამ ჰუსეინის საცოდავად დანებება აჩვენებს, რომ ვინც არ უნდა შეეცადოს ხალხის ნების უგულვებელყოფას, საბოლოოდ იძულებული გახდება ასე საცოდავად ჩაბარდეს უცხოელებს."
XS
SM
MD
LG