Accessibility links

ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, გადამდგარმა


ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა ვესლი კლარკმა

ნატოს ჯარების ყოფილმა სარდალმა, გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა ვესლი კლარკმა
15 დეკემბერს ჰააგაში სლობოდან მილოშევიჩის პროცესზე ჩვენება მისცა. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ასოშიეტედ პრესის ცნობით, დაკითხვა ხვალ გაგრძელდება და უკვე სლობოდან მილოშევიჩს მიეცემა საშუალება კონტრ-დაკითხვა მოუწყოს კლარკს. ვესლი კლარკი კოსოვოს ომამდე შეხვდა მილოშევიჩს და აგრეთვე იყო შეერთებული შტატების იმ გუნდის წევრი, რომელმაც 1995 წლის დეიტონის შეთანხმებას მიაღწია. რაც შეეხება კლარკის ჩვენებათა პირველ დღეს, გადამდგარი გენერალი დახურული სხდომის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ სლობოდან მილოშევიჩი არის დამნაშავე ბალკანეთზე წლების მანძილზე მიმდინარე მკვლელობებსა და დესტრუქციულ პროცესებში. იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტთან ურთიერთობის ინტენსიურობის შესახებ კლარკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოთხი წლის მანძილზე მას მილოშევიჩთან მთლიანობაში 100 საათის განმავლობაში ჰქონდა ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG