Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი
უნდა იყოს გამჭვირვალე, მასში მონაწილეობა უნდა მიიღონ ერაყელებმა და უნდა გაუძლოს საერთაშორისო მზერას. ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ წლის დასასრულის ბრიფინგზე თქვა: [ბუშის ხმა] "საჭიროა სადამ ჰუსეინი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ერაყის ხალხი რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაერთოს იმ სისტემის შემუშავებაში, რომელიც სადამ ჰუსეინს მართლმსაჯულებამდე მიიყვანს. საჭიროა ყველა მის მიერ ჩადენილი სიმხეცე წარმოჩინდეს სასამართლოზე. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი სამართლიანად წარიმართება." სადამ ჰუსეინის აყვანიდან მესამე დღეს აფეთქებები მოხდა ბაღდადსა და ბაღდადის მახლობლად მდებარე პოლიციის ორ განყოფილებასთან. დაღუპულია ათი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ამჟამად, გასაიდუმლოებულ ადგილას შეერთებული შტატების წარმომადგენლების მიერ სადამ ჰუსეინის დაკითხვა მიმდინარეობს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით სადამ ჰუსეინი ამერიკელ სამხედროებთან თანამშრომლობის სურვილს არ ამჟღავნებს. ირანის მთავრობა აცხადებს, რომ ის ამზადებს სათანადო დოკუმენტებს ერაყის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის წინაშე მის ბრალეულობას ადასტურებს. ირანის მთავრობის წარმომადგენელმა აბდულა რამაზანზადემ თქვა: [რამაზანზადეს ხმა] "სადამ ჰუსეინის საცოდავად დანებება აჩვენებს, რომ ვინც არ უნდა შეეცადოს ხალხის ნების უგულვებელყოფას, საბოლოოდ იძულებული გახდება ასე საცოდავად ჩაბარდეს უცხოელებს."
XS
SM
MD
LG