Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ახლახან შექმნილი სასამართლო, რომელმაც


ერაყში ახლახან შექმნილი სასამართლო, რომელმაც სამხედრო და სახელმწიფო დანაშაულები უნდა განიხილოს,

ერაყში ახლახან შექმნილი სასამართლო, რომელმაც სამხედრო და სახელმწიფო დანაშაულები უნდა განიხილოს,
ჯერ არ არის მზად პროცესების გამართვისთვის, განაცხადა, ერაყის მმართველი საბჭოს წევრმა მოსამართლე დარა ნურალდინმა. მისი თქმით, მოსამართლეთა შეგროვებას რამდენიმე თვე დასჭირდება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სადამ ჰუსეინის ბედს გადაწყვეტს გარდამავალი მთავრობა, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება.
ერაყის ყოფილი დიქტატორის ქალიშვილმა, რაგადმა, რომელიც იორდანიაში ცხოვრობს, განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის ოჯახი მოითხოვს, ის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლოს და არა ტრიბუნალმა, რომელსაც ერაყის ახალი მთარობა შექმნის.
XS
SM
MD
LG