Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დაკითხვას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წარმართავს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოაცხადა, რომ ერაყის ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის დაკითხვას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო წარმართავს.
სამმართველოს მეთაური ტენეტი გადაწყვეტს, განაცხადა რამსფელდმა, ვინ დაკითხავს ჰუსეინს. რამსფელდმა დაიცვა ის გადაწყვეტილება, რომ გაავრცელეს სადამ ჰუსეინის შეურაცხმყოფელი კადრები და სურათები მისი დაჭერის შემდეგ. რამსფელდმა განმარტა, რომ მისი სურათების ჩვენება არ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციას, რომელიც ადგენს სამხედრო ტყეების მიმართ მოქცევის ნორმებს და რომლის მიხედვით, ტყვეების საჯაროდ გამოყვანა და დაცინვა აკრძალულია. რამსფელდმა თქვა, რომ მნიშნელოვანი იყო ერაყელებს ენახათ, რომ ის მართლა დაიჭირეს, ამით, შეიძლება ამბოხი შესუსტდეს.
XS
SM
MD
LG