Accessibility links

logo-print

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, ასევე ქალაქ


ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, ასევე ქალაქ ბასრაში, ასობით შიიტი მაჰმადიანი გავიდა ქუჩაში, რათა ეზეიმა სადამ ჰუსეინის დაჭერა.

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, ასევე ქალაქ ბასრაში, ასობით შიიტი მაჰმადიანი გავიდა ქუჩაში, რათა ეზეიმა სადამ ჰუსეინის დაჭერა.
ბაყუბაში მოეწყო ერთ-ერთი იმ დემონსტრაციათაგანი, რომელზეც უკვე ჰუსეინის მომხრეები მონაწილეობდნენ. ისინი გაჰყვიროდნენ ჰუსეინის მისამართით: "ჩვენი სისხლი, ჩვენი სულები, შენ შეგეწირება, სადამ!"
სადამის მშობლიურ ქალაქში თიქრითში აშშ-ის არმიამ ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მეშვეობით დაშალა ჰუსეინის მომხრეთა დემონსტრაციები. იქვე ბომბმა დაჭრა სამი ამერიკელი სამხედრო. ქალაქ რამადიში აშშ-ის სამხედროებმა გუშინ ასევე სადამის მომხრეთა დემონსტრაციის ორი მონაწილე მოკლა შეტაკების დროს. დღეს აშშ შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯომარემ გენერალმა რიჩარდ მაიერსმა თქვა, რომ სადამის დაჭერის შემდეგ სამხედრო თვალსაზრისით ცვლილება არ მოხდება.
XS
SM
MD
LG