Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადამ ჰუსეინი ბაღდადის მახლობლად ჰყავთ


სადამ ჰუსეინი ბაღდადის მახლობლად ჰყავთ დაკავებული, იტყობინება ერაყის მმართველი საბჭოს წევრი მუაფაკ ალ-რუბაიე.

სადამ ჰუსეინი ბაღდადის მახლობლად ჰყავთ დაკავებული, იტყობინება ერაყის მმართველი საბჭოს წევრი მუაფაკ ალ-რუბაიე.
შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით არ უთქვამთ, კონკრეტულად სად იმყოფება დაკავებული ექს-დიქტატორი. ალ-რუბაიეს სიტყვებით, სადამის სასამართლო ერაყში გაიმართება და იგი ღია იქნება. თუმცა ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, იგი სამხედრო ტყვის სტატუსით გასამართლდება თუ სამხედრო დამნაშავისა. ერაყის მმართველი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ადნან პაჩაჩიმ განაცხადა, რომ სასურველია სასამართლოში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG