Accessibility links

დღეს ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა


დღეს ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი და 15 დაიჭრა.

დღეს ბაღდადში აფეთქების შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 10 ადამიანი და 15 დაიჭრა.
ერაყის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ბენზინის ცისტერნა აფეთქდა. ბაღდადის პოლიციის ხელმძღვანელი, საბაჰ ფაჰედი მიიჩნევს, რომ ორი ტერორისტი, რომელიც ბენზინის მანქანის კაბინაში იჯდა, მის აფეთქებას აპირებდა პოლიციის განყოფილების წინ. მაგრამ გზაჯვარედინზე მანქანა ავტობუსს დაეჯახა. დღესვე ბაღდადში აფეთქდა ნაღმი, რომელიც ამერიკელთა ბადრაგის გზაზე იყო ჩადებული. დაიღუპა ადგილობრივი მაცხოვრებელი. ორი ადამიანი დაიჭრა. ოთხშაბათს შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა ახალი ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში. [რადესჰაიმის ხმა] "მრავალ სახლში შევედით. არცერთი გასროლა არ მომხდარა. ესროლეს ავტომანქანას, რომელიც საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან გაიქცა. მაგრამ ეს ერთადერთი გამონაკლისია," განაცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა ფრედერიკ რადესჰაიმმა. გუშინ ამ რაიონში 70-მდე ადამიანი დააპატიმრეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ტყვია-წამალი.
XS
SM
MD
LG