Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი გენერალური პროკურორის შეფასებით


უკრაინის ახალი გენერალური პროკურორის შეფასებით, ჯერ კიდევ შორია ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის გახსნამდე.

უკრაინის ახალი გენერალური პროკურორის შეფასებით, ჯერ კიდევ შორია ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის გახსნამდე.
როგორც ჰენადი ვასილიევმა კიევში თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, გაუმართლებელია პროკურორის პოსტზე მისი წინამორბედის განცხადება, თითქოს დადგენილი იყოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა. ვასილიევის წინამორბედმა სვიატოსლავ პისკუნმა ოქტომბერში განაცხადა ყოფილი პოლიციელის, ოლექსი პუკაჩის, როგორც მთავარი ეჭვმიტანილის დაპატიმრების შესახებ. ვასილიევი ამ განცხადებიდან ერთი კვირაში გაათავისუფლეს კორუფციის ბრალდებით. დღეს კი ახალმა გენერალურმა პროკურორმა ღონღაძის საქმეს "დღეს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი" უწოდა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ღონღაძე 2000 წელს კიევთან მოკლული იპოვეს.
XS
SM
MD
LG