Accessibility links

logo-print

ირანმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის


ირანმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დამატებით ოქმს,

ირანმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების დამატებით ოქმს,
რითაც დაყაბულდა გაეროს ექსპერტების მიერ ირანში ატომური ობიექტების მოულოდნელ შემოწმებებს. დოკუმენტი ვენაში, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში გააფორმეს ამ სააგენტოს ხელმძღვანელმა მოჰამედ ელბარადეიმ და ირანის წარმომადგენელმა ალი აკბარ სალეჰიმ. ატომური ენერგიის სააგენტოს პრეს-მდივანმა მარკ გვოზდეცკიმ დადებითად შეაფასა დოკუმენტის მიღება: [გვოზდეცკის ხმა] "ვფიქრობთ, რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ვერასოდეს შევძლებთ ყველაფრის გაკონტროლებას, რაც ლაბორატორიაში ხდება, მაგრამ ბირთვული იარაღის სრული პროგრამის განვითარება სხვა საქმეა და მისი აღმოჩენის გაცილებით უკეთეს საშუალებას იძლევა დამატებითი ოქმი". ირანის მიერ ამ ოქმის ხელმოწერას მიესალმნენ ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაური ხავიერ სოლანა.
XS
SM
MD
LG