Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მორატორიუმი


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე, ვიდრე მიიღებდნენ კანონს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მორატორიუმი გამოაცხადა სიკვდილით დასჯაზე, ვიდრე მიიღებდნენ კანონს
ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. პრეზიდენტის მრჩეველ იგორ როგოვის თქმით, სიკვდილით დასჯას შეცვლის სამუდამო პატიმრობა. ყაზახეთი არ აქვეყნებს სტატისტიკურ მაჩვენებლებს იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომელთა წინაღამდეგაც იქნა მიღებული სასჯელის უმაღლესი ზომა. მაგრამ ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალის" ინფორმაციით, 2001 წელს იქ სიკვდილით დასაჯეს სულ ცოტა 30 კაცი.
XS
SM
MD
LG