Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ეთერით გადაცემულ


ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ეთერით გადაცემულ ტელეპროგრამაში საქართველოზეც ისაუბრა.

ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ეთერით გადაცემულ ტელეპროგრამაში საქართველოზეც ისაუბრა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველოს შიგნით არსებული კონფლიქტები "რუსეთის ხარჯზე" მოგვარდეს. [ვლადიმირ პუტინი] "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი კოფნლიქტი შემოგვრჩა: მთიანი ყარაბაღის, სამხრეთი ოსეთის, აფხაზეთის კონფლიქტები. მაგრამ არასწორი იქნებოდა იმის ფიქრი, რომ ეს კონფლიქტები რუსეთის ხარჯზე უნდა მოგვარდეს". პუტინის განმარტებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა თავადვე უნდა იზრუნონ უთანხმოების მოგვარებაზე, რის შემდეგაც რუსეთს შეუძლია, გარანტის როლი იკისროს ნს121857
"ჩვენ ვემხრობით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მას მხარს დავუჭერთმომავალშიც და იმედი გვაქვს, რომ მოგვარდება ყველა პრობლემა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაში. მაგრამ მოგვარდება ისე, რომ არ დაზარალდეს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესები". პუტინის სიტყვებით, რუსეთს არ შეუძლია, თავის თავზე გაავრცელოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და ამაზე უარი უთხრას თავის მეზობელს.
XS
SM
MD
LG