Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი ჩაიკეტება


ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი ჩაიკეტება პალესტინელებისათვის, თუ რამდენიმე თვეში არ გამოიკვეთა წინსვლა მშვიდობისაკენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელი ჩაიკეტება პალესტინელებისათვის, თუ რამდენიმე თვეში არ გამოიკვეთა წინსვლა მშვიდობისაკენ.
პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თელავივში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ, ასეთ შემთხვევაში, ისრაელი მიიღებს ცალმხრივ ზომებს "სეპარაციის გეგმის" ფარგლებში. ეს გეგმა ითვალისწინებს ამჟამად მშენებარე "უშიშროების ბარიერის" გამოყენებას საზღვრად და ზოგი ებრაული დასახლების გადაადგილებას ისრაელის სასაზღვრო დაცვით უზრუნველსაყოფად. ასევე შარონის თქმით, ისრაელი დააჩქარებს უშიშროების ბარიერის მშენებლობას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG