Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოწერეს ვაშინგტონის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოწერეს ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მას 3 დღის წინ ოპერაცია გაუკეთდა პროსტატის კიბოს დიაგნოზით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოწერეს ვაშინგტონის საავადმყოფოდან, სადაც მას 3 დღის წინ ოპერაცია გაუკეთდა პროსტატის კიბოს დიაგნოზით.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან რიჩარდ ბაუჩერის თქმით, კოლინ პაუელი თავს კარგად გრძნობს და შინ იმყოფება. ხუთშაბათს ის საავადმყოფოში მოინახულა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, რომელიც მუხლის ტკივილის გამო გაისინჯა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუშს ოპერაცია არ დასჭირდება. საავადმყოფოში ყოფნისას ბუშმა იქ მოთავსებული დაჭრილი ჯარისკაცებიც მოინახულა და შეაქო მათი თავდადება ერაყში.
XS
SM
MD
LG