Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიქმნა მემარჯვენე ძალების ბლოკი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე დღის წინ ტრადიციონალისტთა კავშირისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაერთიანების შესახებ პოლიტიკური სპექტრის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა

- ერთმა ჯგუფმა გაერთიანების უკან სახელმწიფო მინისტრის ზურაბ ჟვანიას "ლანდი" დაინახა, რომელიც დაინტერესებულია "მართული ოპოზიციის" არსებობით; მეორეთა აზრით, პირველი გაერთიანების შექმნა 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დეზორგანიზებული პოლიტიკური სპექტრის გამოცოცხლების პირველ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს.
რა მიზნებს ისახავს ახალი გაერთიანება; რამდენად შესაძლებელია დღევანდელ საქართველოში მემარჯვენე ორიენტაციის პარტიების წარმატებაზე საუბარი; რა საკითხებში მოხდება მემარჯვენეებისა და არსებული ხელისუფლების თანამშრომლობა - ამ კითხვებს პასუხობს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიის დღევანდელი სტუმარი, ბლოკ "ედპ-ტრადიციონალისტების" წევრი ირაკლი მელაშვილი. მას თამარ ჩიქოვანი ესაუბრა
XS
SM
MD
LG