Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია - 4 მილიონს,

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია - 4 მილიონს,
ევროკომისია კი 2 მილიონ ევროს გაიღებს საქართველოში 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. საქართველოში ეუთოს ელჩი როი რივი აცხადებს, რომ თანხის ნაწილი - ორ მილიონ ევროზე მეტი საპრეზიდენტო არჩევნების ტექნიკური დახმარებაზე დაიხარჯება. ეუთოს ელჩის შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის დახმარება ზედმეტიც აღმოჩნდეს საპრეზიდენტო არჩევნების ხელშეწყობისთვის. დარჩენილი თანხა, რივის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მომზადებას მოხმარდება. პარასკევს თბილისში გამართულ ბრიფინგზე ეუთოს ელჩს ჰკითხეს თუ რა გარანტია აქვს მას იფიქროს, რომ მომავალი არჩევნები 2 ნოემბრისაზე სამართლიანი იქნება. როი რივმა განმარტა: [რივის ხმა] "მე არავითარი გარანტია არ გამაჩნია. უფრო სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების წარმართვის უზრუნველყოფა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ხალხის საქმეა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის საშუალებები შემოგთავაზოთ. საბოლოოდ კი, ეს არის საქართველოს არჩევნები, საქართველოს ხალხისთვის".
XS
SM
MD
LG