Accessibility links

logo-print

რუსეთში არსებულმა ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრმა


რუსეთში არსებულმა ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრმა გაავრცელა განცხადება,

რუსეთში არსებულმა ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრმა გაავრცელა განცხადება,
რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტის ანდრეი ბაბიცკისთვის საქართველოს ვიზის მიცემის შეფერხების გამო. განცხადებაში წერია: "აშკარაა, რომ საქართველოში დანიშნული არჩევნებისადმი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ინტერესი უზარმაზარია და იმ ჟურნალისტთა მაქსიმალური რიცხვი, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას აშუქებენ, იმის გარანტიაა, რომ არჩევნები მართლაც უპასუხებს დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ასეთ პირობებში გაკვირვებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პასუხის არარსებობა განაცხადზე რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტ ანდრეი ბაბიცკისთვის ვიზის გაცემის შესახებ". თავად ანდრეი ბაბიცკიმ ჩვენს კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს საკონსულოს არ უნდა ჰქონდეს მისთვის ვიზაზე უარის თქმის საფუძველი. ამის დასტურად ხაზს უსვამს ფაქტს, რომ მას არასდროს უკანონოდ არ გადაუკვეთავს საქართველოს საზღვარი. გარდა ამისა ბაბიცკი აცხადებს: [ბაბიცკის ხმა] "მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოსაც და მის მოხელეებსაც და ვფიქრობ, რომ ასეთი ხარისხის ქაოსი, ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებითაც კი, საქართველოში არ შეიძლება იყოს."
XS
SM
MD
LG