Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ევროკავშირი მიესალმებიან ირანის


რუსეთი და ევროკავშირი მიესალმებიან ირანის მიერ შეთანხმების ხელმოწერას,

რუსეთი და ევროკავშირი მიესალმებიან ირანის მიერ შეთანხმების ხელმოწერას,
რომლითაც ირანის ხელისუფლება ნებას რთავს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაუგეგმავად შეამოწმოს ირანის ატომური კომპლექსები და კვლევითი ობიექტები. ირანის ხელისუფლების ამ ნაბიჯს მიესალმება შეერთებული შტატებიც. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელის მოწერა ირანის ხელისუფლების მიერ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბაუჩერმა განაცხადა: [ბაუჩერის ხმა] "ძალიან სასიხარულოა, რომ ირანმა აიღო ეს ვალდებულება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ირანმა უნდა უზრუნველყოს მისი შესრულება, უნდა მოახდინოს ხელმოწერილი დამატებითი პროტოკოლის რატიფიკაცია. და ამ ყველაფრის გარდა ირანმა უნდა განახორციელოს პროგრამები, რომელზეც მან წერილობითი თანხმობა განაცხადა".
XS
SM
MD
LG