Accessibility links

logo-print

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი, სრულიად მოულოდნელად, ერაყში ჩავიდა დღეს ხანმოკლე ვიზიტით,

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ხოსე მარია ასნარი, სრულიად მოულოდნელად, ერაყში ჩავიდა დღეს ხანმოკლე ვიზიტით,
სადაც იქ განთავსებულ ესპანელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ დივანიაში, სადაც ესპანელი სამხედროები არიან დაბანაკებული, ხოსე მარია ასნარმა ჯარისკაცებთან ერთად ისაუზმა და ესპანური კონტინგენტის მეთაურს შეხვდა. 4 საათის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ერაყი დატოვა. ერაყში ამჟამად 1,300-დე ესპანელი ჯარისკაცი იმყოფება. აგვისტოდან მოყოლებული, ერაყში 10 ესპანელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის დაზვერვის 7 ოფიცერი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG