Accessibility links

logo-print

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო თებერვალში განხილავს


ჰააგის საერთაშორისო სასამართლო თებერვალში განხილავს საკითხს იმის თაობაზე,

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო თებერვალში განხილავს საკითხს იმის თაობაზე,
თუ რამდენად კანონიერია ისრაელის მიერ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ეგრედ წოდებული "უშიშროების კედლის" მშენებლობა. შესაბამისი თხოვნით სასამართლოს მიმართა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ხსენებული კედლის გამო ასეული ათასობით პალესტინელი ვეღარ შესძლებს სამუშაო ადგილზე მისვლას. ისრაელი ამტკიცებს, რომ "უშიშროების კედელი" აუცილებელია ტერორისტთა თავდასხმებისაგან დასაცავად. პალესტინელები აცხადებენ, რომ კედლის მშენებლობა მათი ტერიტორიის ანექსიისთვისაა გამიზნული. ამ საკითხის განხილვა 23 თებერვალს დაიწყება ჰააგაში. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არა აქვს კანონის ძალა.
XS
SM
MD
LG