Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა


გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ერაყის დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია.

გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ერაყის დამხობილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია.
გაზეთ "ბილდისათვის" მიცემულ ინტერვიუში შრიოდერმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია საერთოდ, თუნდაც საქმე ეხებოდეს ისეთ დიქტატორს, როგორიც სადამ ჰუსეინია, რომელიც დაუნდობელი იყო სხვების მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ კვირაში განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინი სასჯელის "უმაღლეს ზომას" იმსახურებს ჩადენილი ბარბაროსობისთვის. მაგრამ, ევროპის სახელმწიფოთა ოფიციალური წარმომადგენლები, აგრეთვე გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი წინააღმდეგი არიან იმისა, რომ სადამ ჰუსეინი სიკვდილით დასაჯონ.
XS
SM
MD
LG