Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა მიბაძოს ლიბიის მაგალითს და უარი თქვას მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების განვითარებაზე.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ ისრაელმა უნდა მიბაძოს ლიბიის მაგალითს და უარი თქვას მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების განვითარებაზე.
მუბარაქის თქმით, პარასკევს, ლიბიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხელი აიღოს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე, კეთილი ნიშანია და ახლა ისრაელიც ასევე უნდა მოიქცესო. ისრაელის მისამართით ასეთივე შინაარსის მოწოდება გამოთქვა დღეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ. დღესვე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო მიესალმა ლიბიის ნაბიჯს და განაცხადა, რომ მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.
XS
SM
MD
LG