Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 იანვრისთვის დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო


4 იანვრისთვის დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულ იქნა 25 დეკემბრამდე.

4 იანვრისთვის დანიშნული ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულ იქნა 25 დეკემბრამდე.
ამის შესახებ დღეს, ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზით ახსნა.
კერძოდ, მისი თქმით, დღეისთვის, ამომრჩეველთა აქტიურობა მაღალია და წინასწარი რეგისტრაციის გავლა ყველა მსურველმა უნდა მოასწროს. გარდა ამისა, არჩევნებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემა იმ პირებისთვის, ვისაც ეს დოკუმენტი არ აქვს ან დაეკარგა, რასაც ასევე სჭირდება გარკვეული დრო. ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის პერიოდად აქამდე დადგენილი იყო 15 - 21 დეკემბერი.
XS
SM
MD
LG