Accessibility links

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უცხოური მასმედიის საქართველოში აკრედიტებულმა წარმომადგენლებმა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უცხოური მასმედიის საქართველოში აკრედიტებულმა წარმომადგენლებმა
"წლის პოლიტიკოსად" დაასახელეს. საქართველოს საერთაშორისო პრეს-ცენტრის მიერ ჩატარებულ ტრადიციულ წინასაახალწლო გამოკითხვაში 23-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მათგან მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც დღეს, სხვათა შორის, 36 წელი შეუსრულდა, 13-მა დაუჭირა მხარი. ექვსი ხმით მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, ხოლო მესამე ადგილი ორი ხმით ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს ერგო. ერთმა ჟურნალისტმა წლის პოლიტიკოსად საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ მაილსი დაასახელა, ხოლო კიდევ ერთმა მიიჩნია, რომ "წლის პოლიტიკოსის" წოდების ღირსი არავინ არის.
XS
SM
MD
LG