Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა საქართველოს მიმდინარე გარდამავალ


აშშ-ის მთავრობა საქართველოს მიმდინარე გარდამავალ პერიოდში 21 მილიონი დოლარით დაეხმარება.

აშშ-ის მთავრობა საქართველოს მიმდინარე გარდამავალ პერიოდში 21 მილიონი დოლარით დაეხმარება.
პრაიმ-ნიუსის ინფორმაციით, ეს თანხა ძირითადად ხელფასებისა და პენსიების გაცემას მოხმარდება. ამავე ცნობის თანახმად, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისკენ აღებულ გეზზე. ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს, აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს გარდამავალსა და მომავალ ხელისუფლებასთან, რათა ხელი შეუწყოს იმ უმნიშვნელოვანესი და რთული რეფორმების გატარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის წარმატების საფუძვლად უნდა იქცეს.
XS
SM
MD
LG