Accessibility links

logo-print

იერუსალიმში თავს დაესხნენ ეგვიპტის საგარეო


იერუსალიმში თავს დაესხნენ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ მაჰერს,

იერუსალიმში თავს დაესხნენ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს აჰმედ მაჰერს,
რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მოათავსეს. თავდასხმა "ალ აყსას" მეჩეთის მახლობლად მოხდა. მიღებული ცნობების თანახმად, მეჩეთთან მისულ მაჰერს მლოცველებმა ფეხსაცმელები დაუშინეს და თან გაიძახდნენ: "მოღალატევ! რატომ მოდიხარ სალოცავად ოკუპირებულ ქვეყანაშიო?" მაჰერს გულის შეტევა მოუვიდა, რის შემდეგაც მცველებმა იგი დაუყოვნებლივ წაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმების ცნობით, მაჰერის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG