Accessibility links

logo-print

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ


ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ მაჰერი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ მაჰერი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს
არიელ შარონსა და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს სილვან შალომს. ეგვიპტელ სტუმართან საუბარში შარონმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მიიღოს "გზამკვლევად" წოდებული სამშვიდობო გეგმა. სილვან შალომმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება მალე მოხერხდება. [სილვან შალომის ხმა] "ჩვენ "გზამკვლევის" ერთგული ვრჩებით. მზად ვართ, მთლიანად განვახორციელოთ იგი, რადგან გვჯერა, რომ ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი რეგიონისთვის იმედის ნაპერწკალი მოაქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მეზობლები, პალესტინელები, ჩვენთან დიალოგს დაუბრუნდებიან."
XS
SM
MD
LG