Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, შესაძლოა, მომავალ კვირაში დაიწყონ

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, შესაძლოა, მომავალ კვირაში დაიწყონ
ლიბიის ბირთვული ობიექტების ინსპექციები. სააგენტოს გენერალური დირექტორის მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით, ამის საშუალებას იძლევა ლიბიის მზადყოფნა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც ექსპერტებს საშუალებას მისცემს, ინსპექციები წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩაატარონ. [მოჰამედ ელ ბარადეის ხმა] "ლიბიის ხელისუფლებამ აღმითქვა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დამატებით ოქმს, და ჩვენ მივესალმებით ტრიპოლის ამ გადაწყვეტილებას." მოჰამედ ელ-ბარადეიმ დასძინა, რომ უახლოეს მომავალში თვითონ ესტუმრება ლიბიას. ლიბიის ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანიც მიესალმა.
XS
SM
MD
LG