Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაბადებულმა ჟურნალისტმა მოჰამედ ჰალაფმა


ერაყში დაბადებულმა ჟურნალისტმა მოჰამედ ჰალაფმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა, განაცხადა,

ერაყში დაბადებულმა ჟურნალისტმა მოჰამედ ჰალაფმა, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა, განაცხადა,
რომ სარჩელს შეიტანს ბულგარეთის სასამართლოში ერაყის დამხობილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რომელმაც, როგორც მოჰამედ ჰალაფი ამტკიცებს, მას მამა მოუკლა და ყოველმხრივ ავიწროებდა მისი ოჯახის წევრებს. მოჰამედ ჰალაფმა დღეს სოფიაში განაცხადა, რომ ოფიციალურ მობოდიშებას მოითხოვს ერაყის ყოფილი დქტატორისგან, და არა ფულად კომპენსაციას. ჰალაფმა 1978 წელს დატოვა ერაყი, მას შემდეგ, რაც რეჟიმი დაპატიმრებით დაემუქრა იმის გამო, რომ ჟურნალისტმა არ მოისურვა სადამის მმართველ, ბაათის პარტიაში შესვლა. ჰალაფმა ბულგარეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, მაგრამ სულ მალე შეიტყო, რომ მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. ჰალაფმა თქვა, რომ მისი მამა, ციხეში წამებისაგან, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG