Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ


ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მაჰერმა განაცხადა,

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მაჰერმა განაცხადა,
რომ მასზე განხორციელებული გუშინდელი თავდასხმა იერუსალიმში მეტ სტიმულს მისცემს ეგვიპტის შუამავლობას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში. აჰმედ მაჰერს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონთან მოლაპარაკების დამთავრებისას მაჰერი "ალ-აყსას" მეჩეთთან მივიდა სალოცავად, სადაც მლოცველებმა ფეხსაცმელები დაუშინეს და თან "მოღალატეც" უწოდეს. აჰმედ მაჰერმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი არანაირ ზეგალვენას არ იქონიებს ეგვიპტის, როგორც შუამავლის როლზე, და რომ ქაირო არ შეწყვეტს ახლო აღმოსავლეთში თავის სამშვიდობო ძალისხმევას.
ხსენებულ ინციდენტთან დაკავშირებით ისრაელის პოლიციამ 7 პალესტინელი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG