Accessibility links

logo-print

პაკისტანის ჯარის სარდლობამ დღეს დაადასტურა


პაკისტანის ჯარის სარდლობამ დღეს დაადასტურა ცნობა იმის შესახებ,

პაკისტანის ჯარის სარდლობამ დღეს დაადასტურა ცნობა იმის შესახებ,
რომ მუსლიმანი მოიერიშე, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ ძებნაში გამოაცხადა, როგორც უაღრესად სახიფათო ტერორისტი, მოკლულია. ჯარის სარდლობის ცნობაში ნათქვამია, რომ ჰასან მაჰსუმი 2 ოქტომბერს იქნა მოკლული პაკისტანში განხორციელებული საგანგებო ანტიტერორისტული ოპერაციის დროს. ჩინეთის ხელისუფლებამ ამას წინათ შეიტანა მაჰსუმი იმ 11 დამნაშავის სიაში, რომლებსაც, უმეტესწილად მუსლიმანებით დასახლებულ სინცზიანის პროვინციაში ტერორისტული აქტების მოწყობაში ედებათ ბრალი. შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა გასულ წელს დაჯგუფება - აღმოსავლეთი თურქესტანის ისლამური მოძრაობა - რომელსაც მაჰსუმი მეთაურობდა.
XS
SM
MD
LG