Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა თავისი პირველი შესატანი


ევროპის კავშირმა თავისი პირველი შესატანი - 8 მილიონი ევრო გადარიცხა ერაყის აღდგენის საერთაშორისო ფონდში.

ევროპის კავშირმა თავისი პირველი შესატანი - 8 მილიონი ევრო გადარიცხა ერაყის აღდგენის საერთაშორისო ფონდში.
სულ ერაყის აღსადგენად ევროკავშირს 200 მილიონი ევროს გამოყოფა აქვს განზრახული. ერაყის აღდგენის ფონდის მეურვეობა გაეროსა და მსოფლიო ბანკსა აქვთ დავალებული. ერაყის ქალაქ ნაჯაფში, არაბული ლიგის დელეგაცია დღეს ერაყელი შიიტების თვალსაჩინო რელიგიურ მოღვაწეს, დიდ აიათოლას ალი სისტანის შეხვდა. აჰმედ ბინ ჰელიმ, რომელიც არაბული ლიგის დელეგაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სისტანის სურვილია - არაბული ლიგა ჩაერთოს ერაყში თვითმმართველობის აღდგენის საქმეში.
XS
SM
MD
LG