Accessibility links

logo-print

ახალი ხელისუფლება საქართველოში მდიდარ ადამიანებს დაბეგრავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ დღეებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა საზოგადოებას საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა. "საგადასახადო კოდექსი", რომელშიც წლების

განმავლობაში რამდენიმე ასეული ცვლილება შევიდა, ჩვეულია ტრანსფორმაციას, თუმცა ის ნოვაცია, რომელზეც ზურაბ ჟვანია საუბრობდა, პრინციპულად განსხვავებული და განუზომლად უფრო რადიკალურია, ვიდრე ასეულობით ადრინდელი. და მაინც, რას ითვალისწინებს ამჟამინდელი მთავრობის საგადასახადო რეფორმა?

მომავალი წლის 1 ივლისიდან საქართველოში პრინციპულად ახალი ტიპის გადასახადები დაწესდება. საგადასახადო ცვლილებების პრეზენტაცია სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო და ფინანსთა მინისტრებმა გამართეს.

მანამდე, გასულ კვირას, ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ხელისუფლებაში "კბილი მოუსინჯა" ცვლილებათა პაკეტის პირველად ვარიანტს, რომელიც 2004 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი მთელი რიგი საგადასახადო შეღავათების გადავადებას გულისხმობდა. ამ შეღავათების გაუქმებას არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა. ალბათ, ამიტომ, საარჩევნო წელს მთავრობა მოერიდა არაპოპულარული ზომების მიღებას. საბოლოოდ, აღნიშნული შეღავათების ნაწილი 1 იანვრიდან, ნაწილი კი ივლისიდან ამოქმედდება.
ყველაზე დიდ ინტერესსა და დისკუსიას იწვევს ის სიახლე, რომელიც "სიმდიდრის გარეგნული ნიშნების გადასახადს" შეეხება. მას გადაიხდიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფეშენებელურ სახლებს, აგარაკებსა და ავტომანქანებს ფლობენ. მაგალითისათვის, თუ ვინმეს 80 ათას დოლარად შეფასებული ავტომობილი ჰყავს, მას ყოველთვიურად დაახლოებით 700 დოლარის გადახდა მოუწევს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს გადასახადი განისაზღვრება მკაცრი კრიტერიუმების შესაბამისად. თანხები ცენტრალურ ბიუჯეტში წარიმართება, ხოლო მიზანი სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება იქნება. ანუ საქართველოში სიმდიდრე, ფაქტობრივად, დაბეგვრადი გახდება, რასაც ზურაბ ჟვანია საგადასახადო რეჟიმის სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებად აფასებს, ხოლო მისი ოპონენტები - განკულაკების მცდელობად.

1 ივლისიდან გაუქმებას დაექვემდებარება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადასახადი, ასევე გადასახადი ეკონომიკური საქმიანობისათვის. ჯანდაცვის ობიექტები გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისაგან.
ამავე პერიოდში უნდა გაუქმდეს მიწის გადასახადი, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს მიეცემათ რეკომენდაცია ფართობის მიხედვით თავად განსაზღვრონ გადასახადის ოდენობა. სავარაუდოდ, ამ გადასახადით მხოლოდ მსხვილი ფერმერები დაიბეგრებიან.

საგადასახადო ლიბერალიზაციის პარალელურად გამკაცრდება ადმინისტრირება მსხვილი კომპანიებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე, ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად, დღგ-ით და აქციზით დაიბეგრება თამბაქოს ნაწარმი და ნავთობპროდუქტები.

სახელმწიფო მინისტრის მიერ წარდგენილ ცვლილებების პროექტს უმალ გამოუჩნდნენ ოპონენტები ექსპერტებისა და პოლიტიკური ძალების მხრიდან. ახალი ხელისუფლების ახალ საგადასახადო პოლიტიკაში ბევრი პოპულიზმისა და სოციალური დაუდევრობის ნიშნებს ხედავს და მას ბოლშევიკურს უწოდებს. აქვე გამოითქმება შიში, რომ ნავთობპროდუქტებზე დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება არა მარტო ამ პროდუქტის, მთლიანად სამომხმარებლო ბაზრის გაძვირებას გამოიწვევს, საგადასახადო შეღავათების დაწესება კი ისედაც შეუსრულებელ ბიუჯეტს დამატებით პრობლემებს შეუქმნის.
XS
SM
MD
LG