Accessibility links

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული


ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული 24-საათიანი ოპერაციის შემდეგ,

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული 24-საათიანი ოპერაციის შემდეგ,
რომლის დროსაც 9 პალესტინელი იქნა მოკლული, 40 - დაიჭრა, ხოლო კიდევ ბევრი უსახლ-კაროდ დარჩა, ისრაელის ჯარმა დღეს ლტოლვილთა ბანაკი რაფაჰი დატოვა. სამხედროები იუწყებიან, რომ განადგურებულია 17 მეტრის სიღრმეზე გაყვანილი 800-მეტრიანი გვირაბი, რომლის მეშვეობით პალესტინელები ეგვიპტიდან ღებულობდნენ იარაღს. რაფაჰში, როგორც პალესტინელები აცხადებენ, ისრაელმა სამხედროებმა ათობით სახლი დაანგრიეს. დღესვე, ისრაელის ჯარმა ქალაქ ტულკარმში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში განახორციელა რეიდი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG