Accessibility links

იაპონიამ გადაწყვიტა სამხედრო მოსამსახურეთა პირველი


იაპონიამ გადაწყვიტა სამხედრო მოსამსახურეთა პირველი ნაკადი გააგზავნოს ერაყში

იაპონიამ გადაწყვიტა სამხედრო მოსამსახურეთა პირველი ნაკადი გააგზავნოს ერაყში
მიმართა რა სიტყვით ტოკიოს დასავლეთით მდებარე კომაკის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე შეკრებილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რომლებიც ერაყში მიემგზავრებიან, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ განაცხადა [ძიუნიტირო კოიძუმის ხმა]: "არ შეიძლება იმის თქმა, რომ ერაყი - უსაფრთხო ადგილია. უნდა ვაღიაროთ, რომ ესაა ძნელი და სახიფათო მისია, და თქვენეს უნდა გააცნობიეროთ და ჩახვიდეთ ერაყში, რათა ღირსეულად მოიხადოთ ნაკისრი ვალდებულება". ასამდე ადამიანმა ომის საწინააღმდეგო ხმაურიანი მიტინგი მოაწყო კომაკის ბაზასთან იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოდიოდა ჯარიკაცების წინაშე. იაპონიას განზრახული აქვს ჰუმანიტარული და აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი განათავსოს ერაყში. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში ერაყში 2 იაპონელი დიპლომატი მოკლეს.
XS
SM
MD
LG