Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებს აქამდე არ მიუღიათ სიგნალი


მეცნიერებს აქამდე არ მიუღიათ სიგნალი ბრიტანეთის კოსმოსურ მოდულ "ბიგლ-2"-ისგან,

მეცნიერებს აქამდე არ მიუღიათ სიგნალი ბრიტანეთის კოსმოსურ მოდულ "ბიგლ-2"-ისგან,
რომელიც მარსზე უნდა დაშვებულიყო. მაგრამ, როგორც პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა კოლინ პილინჯერმა განაცხადა, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. [კოლინ პილინჯერის ხმა] "იმედი ჯერ არ გადაგვიწურავს. დრო ჯერ კიდევ გვაქვს და არის კიდევ არაერთი რამ, რის გაკეთებაც შეგვიძლია." დაშვება ყველაზე რთული ეტაპია ექსპედიციისა, რომელმაც ნახევარ წელიწადს გასტანა. ამ ხნის მანძილზე "ბიგლმა" 400 მილიონი კილომეტრი დაფარა. თუ დაშვება წარმატებით განხორციელდა, "ბიგლი" მეორე კოსმოსური აპარატი იქნება მოდულ "ვიკინგის" შემდეგ, რომელიც მარსზე 70-იან წლებში დაეშვა.
XS
SM
MD
LG