Accessibility links

logo-print

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი პარტია "ვირქის" ლიდერის


სამცხე-ჯავახეთში მოქმედი პარტია "ვირქის" ლიდერის დავით რსტაკიანის განცხადებით,

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი პარტია "ვირქის" ლიდერის დავით რსტაკიანის განცხადებით,
4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა უშიშროების ყოფილ მინისტრს, ამჟამად ძებნილ იგორ გიორგაძეს დაუჭერდა მხარს - თუ მას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ. პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთან ინტერვიუში რსტაკიანმა აღნიშნა, რომ იგორ გიორგაძე მხარდაჭერას მიიღებდა ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზის შენარჩუნების პერსპექტივის გამო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სურს. რსტაკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხალხი უფრო დასავლეთისა და აშშ-ის მხარდამჭერად იცნობს, ხოლო იგორ გიორგაძეს - რუსეთის მეგობრად, ამიტომ სამცხე-ჯავახეთში იგი მეტ ხმას მიიღებდა.
XS
SM
MD
LG