Accessibility links

გაეროს კულტურის უწყებამ - იუნესკომ


გაეროს კულტურის უწყებამ - იუნესკომ ირანის მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ მან დაუშვას იუნესკოს ექსპერტები იმ ზარალის შესაფასებლად,

გაეროს კულტურის უწყებამ - იუნესკომ ირანის მთავრობას სთხოვა ნებართვა, რომ მან დაუშვას იუნესკოს ექსპერტები იმ ზარალის შესაფასებლად,
რაც ირანში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად უბედურების ზონაში მდებარე უძველესმ კულტურის ძეგლებმა განიცადა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრამ ირანში 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. განადგურდა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბამის 60 პროცენტი, მათ შორის უძველესი ციხესიმაგრე, რომელიც 2000 წლის წინ არის აგებული. მსხვერპლის დიდი რაოდენობა იმანაც გამოიწვია, რომ მიწისძვრის დროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახლებში იმყოფებოდა და ეძინა. ირანს უკვე არაერთი ქვეყნის მთავრობამ შესთავაზა დახმარება სამაშველო სამუშაოებში. რუსეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მაშველები, საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები, სამედიცინო პერსონალი და დახმარების ტვირთი გაგზავნა ერაყში. გაერომ კი ირანში გაგზავნა დახმარების საკოორდინაციო ჯგუფი.
XS
SM
MD
LG