Accessibility links

logo-print

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და


საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთი
ოსეთის ხელისუფლების ლიდერები საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებათა დაწყების წინაპირობებზე საუბრობენ. ედუარდ კოკოევმა გაზეთ "ვრემია ნოვოსტეის" განუცხადა, რომ ცხინვალი მხოლოდ მაშინ დათანხმდება მოლაპარაკებებზე, როცა საქართველოს ახალი ხელისუფლება ოთხმოციანი წლების ბოლოსა და ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს მისცემს შეფასებას. ეს შეფასება, კოკოევის აზრით, ქართველების მიერ ოსების გენოციდის აღიარება უნდა იყოს. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს რესტიტუციის საკითხსაც. რაც შეეხება სოხუმს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ "პრაიმ ნიუსს" განუცხადა, რომ "აფხაზური პრობლემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით მოსკოვისა და თბილისის მოლაპარაკებები აქამდეც ბევრჯერ გამართულა და კიდევ არაერთხელ გაიმართება". შამბას განცხადებით, "თუკი აფხაზეთის საკითხის მოგვარების პროცესიდან რუსეთი გამოირიცხება, მოლაპარაკებების ყველა კონტრუქცია დაირღვევა და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება დსთ-ს სამშვიდობო მისია". სოხუმის ხელისუფლება მოლაპარაკებათა განსაახლებლად 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და ახალი ლიდერის მიერ პოზიციის ნათელყოფას ელის.
XS
SM
MD
LG