Accessibility links

logo-print

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან


ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ობეიდიმ გადატვირთვა დაასახელა შესაძლო მიზეზად 25 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიისა,

ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ობეიდიმ გადატვირთვა დაასახელა შესაძლო მიზეზად 25 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიისა,
როცა ბენინის სანაპიროსთან, დასავლეთ აფრიკაში, ჩამოვარდა თვითმფრინავი, რის შედეგად ასზე მეტი ადამიანი, უმეტესწილად ლიბანელი მგზავრი დაიღუპა. როგორც ჟან ობეიდიმ აღნიშნა, კატასტროფის ზუსტი მიზეზი დასადგენია, თუმცა ირკვევა, რომ მგზავრების რიცხვი, თვითმფრინავში, ბევრად აღემატებოდა დასაშვებ ნორმას, მაშინ როცა ტვირთი, კიდევ მეტად სჭარბობდა თვითმფრინავის შესაძლებლობას. ობეიდიმ ბეირუთში განაცხადა ეს დღეს, როცა კატასტროფაში დაშავებულ 15 თანამემამულებთან ერთად ლიბანში დაბრუნდა. დაშავებულები ბეირუთის საავადმყოფოებში მოათავსეს. 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
XS
SM
MD
LG