Accessibility links

logo-print

ჩინეთში, საავადმყოფოში მოათავსეს მამაკაცი, რომელიც


ჩინეთში, საავადმყოფოში მოათავსეს მამაკაცი, რომელიც,

ჩინეთში, საავადმყოფოში მოათავსეს მამაკაცი, რომელიც,
როგორც ვარაუდობენ, ატიპიური პნევმონიით უნდა იყოს დაავადებული. თუ დიაგნოზი დადასტურდა, ეს იქნება დაავადების პირველი შემთხვევა ჩინეთში გასული ივლისის შემდეგ, როცა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის დამთავრების შესახებ გამოაცხადა. ამას წინათ, სინგაპურსა და ტაივანში ხსენებული დაავადების ორი შემთხვევა იქნა აღრიცხული. თუმცა, ორივე დაავადებული ატიპიური პნევმონიის ვირუსის შემსწავლელ ლაბორატორიებში მსახურობდა. ატიპიური პნევმონიის ვირუსი პირველად გასული წლის ნოემბერში აღმოაჩინეს ჩინეთის პროვინციაში გუანდუნში. ეპიდემიის შედეგად მსოფლიოს 30 სახელმწიფოში 8 ათასი ადამიანი დაავადდა, მათგან 800 - გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG