Accessibility links

logo-print

მილანში, იტალიის გაკოტრებული კომპანია "პარმალატის"


მილანში, იტალიის გაკოტრებული კომპანია "პარმალატის" ყოფილი პრეზიდენტი კალისტო ტანცი დააკავეს.

მილანში, იტალიის გაკოტრებული კომპანია "პარმალატის" ყოფილი პრეზიდენტი კალისტო ტანცი დააკავეს.
ტანცისა და იტალიის ამ უმსხვილესი კორპორაციის კიდევ 20 ხელმძღვანელს თაღლითობაში ადანაშაულებენ. "პარმალატის" ანგარიშებზე სულ ცოტა 12 მილიარდი დოლარის დანაკლისი აღმოაჩინეს. შაბათს, ქალაქ პარმის სასამართლომ "პარმალატი" გაკოტრებულად გამოაცხადა. იტალიის კვების მრეწველობის ამ გიგანტის საწარმოებში, მსოფლიოს 30 სახელმწიფოში, 36,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ყოველწლიურად ეს კომპანია ათ მილიარდამდე დოლარის პროდუქციას უშვებს.
XS
SM
MD
LG