Accessibility links

გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამაშველო


გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები ირანის ქალაქ ბამში,

გაეროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები ირანის ქალაქ ბამში,
სადაც პარასკევს გამთენიისას კატასტროფული მიწისძვრა მოხდა, დღეს დასრულდება. იმის იმედი, რომ ნანგრევებში კიდევ შეიძლება იყოს ვინმე ცოცხალი, ფაქტობრივად გადაწურულია. მაშველებმა ათასამდე ცოცხლად გადარჩენილი ადამიანის ამოყვანა შესძლეს ნანგრევებიდან. ჯერჯერობით დაღუპულთა რიცხვი, სხვადასხვა მონაცემებით, 13-დან 20 ათასამდე მერყეობს. ხელისუფლება შიშობს, რომ ეს რიცხვი შესაძლოა 40 ათასამდე გაიზარდოს. ათეული ათასობით ადამიანია დაჭრილი. კატასტროფის რაიონში ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ თვითმფრინავებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
XS
SM
MD
LG