Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგიის სართაშორისო სააგენტოს ექსპერტები


ატომური ენერგიის სართაშორისო სააგენტოს ექსპერტები ლიბიის ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეუდგნენ.

ატომური ენერგიის სართაშორისო სააგენტოს ექსპერტები ლიბიის ბირთვული ობიექტების შემოწმებას შეუდგნენ.
ექსპერტთა ჯგუფს ხსენებული სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი ხელმძღვანელობს. ლიბიამ ამ დღეებში გამოაცხადა, რომ უარს ამბობს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამაზე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტები თავისი ბირთვული ობიექტების შესამოწმებლად მიიწვია. ლიბიის ხელისუფალნი ამტკიცებენ, რომ მართალია, თავის დროზე ქვეყანაში ხორციელდებოდა კვლევითი სამუშაოები მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების სფეროში, თუმცა ლიბია არასოდეს ყოფილა ახლოს ამგვარი იარაღის შექმნის შესაძლებლობასთან.
XS
SM
MD
LG