Accessibility links

logo-print

კვირას სერბიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.


კვირას სერბიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

კვირას სერბიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ელექტორატის დაახლოებით 60-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო უბნებიდან გამოსულ მოქალაქეთა დაკითხვის თანახმად, წარმატება, სერბიის რადიკალურმა ულტრანაციონალისტურმა პარტიამ მოიპოვა. მაგრამ, მიმომხილველები მოელიან, რომ დემოკრატიული ორიენტაციის პარტიებს ხმების საკმარისი რაოდენობა ექნებათ ახალ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად. რადიკალური პარტიის სიებში არიან სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები, მათ შორის ვოისლავ შეშელი, რომელიც საკუთარის ნებით ჩაბარდა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. სოციალისტური პარტიის სიაში პირველია იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც ჰააგაშია ასევე დაპატიმრებული.
XS
SM
MD
LG