Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ოფისზე დღეს განხორციელებული თავდასხმა "მიზანმიმართული ტერორისტული აქტი" იყო. სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს იმ ადამიანთა ნახელავი იყო, ვინც "მარცხს ვერ ეგუება." სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, იერიში "კარგად მომზადებულმა ადამიანებმა" მოაწყეს. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე მომხდარს საპრეზიდენტო არჩევნების ჩასაშლელად და ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად განხორციელებულ აქციად აფასებს. მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ თავდასხმა განხორციელდა სწორედ "რუსთავი 2"-ზე, რომელიც ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა და სიმბოლო იყო.
XS
SM
MD
LG