Accessibility links

logo-print

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი


ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს უახლოვდება.

ოფიციალური მონაცემებით, ირანში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 30 ათასს უახლოვდება.
სახელმწიფო რადიოს ცნობით, უკვე ნაპოვნია 25 ათასამდე გვამი. დღეს სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან გადარჩენილთა პოვნის იმედი პრაქტიკულად აღარ არსებობს. თუმცა, ირანის ტელევიზიის ცნობით, დღეს დილით მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს ნახევარი წლის ბავშვი. დღეს ქალაქ ბამში, რომელიც მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, ჩავიდნენ ირანის პრეზიდენტი მაჰამად ხათამი და ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელმაც დაზარალებულებს ამ სიტყვებით მიმართა: [აიათოლა ალი ხამენეის ხმა] "მთელი გულით გამოვუთქვამ ღრმა თანაგრძნობას ძმებსა და დებს, ოჯახებს, რომლებმაც ამ კატასტროფაში უახლოესი ადამიანები დაკარგეს. თანავუგრძნობ მთელს ირანელ ხალხს." გაეროს ცნობით, დონორმა სახელმწიფოებმა ირანს ჰუმანიტარული დახმარების სახით, ექვსი მილიონი დოლარი გამოუყო, მაგრამ საჭიროა გაცილებით მეტი.
XS
SM
MD
LG