Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის


სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს ხუთი ადამიანი,

სამხრეთი ერაყის ქალაქ ქერბელაში კოალიციის სამხედრო მოსამსახურეებმა დააკავეს ხუთი ადამიანი,
რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გასულ შაბათს, თავდასხმათა სერიის მოწყობაში. სარდლობის წარმომადგენლის, დეზო კიშის განცხადებით, მიმდინარეობს დაპატიმრებულთა დაკითხვა. შაბათს ქერბელაში, რამდენიმე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების, აგრეთვე, ნაღმსატყორცნებითა და ავტომატებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის, კოალიციის შვიდი ჯარისკაცი და 12 ერაყელი. ამასობაში ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჟიაბაომ განაცხადა, რომ, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, პეკინი მზად არის, განიხილოს ერაყისთვის ვალის ნაწილობრივი ჩამოწერის საკითხი. ამის შესახებ იუწყება სინჰუას საინფორმაციო სააგენტო. ამავე ცნობის თანახმად, თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთის პრემიერმა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილთან ჯეიმს ბეიკერთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG