Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ტრიპოლიში შეხვდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ ბარადეი დღეს ტრიპოლიში შეხვდა
ლიბიის პრეზიდენტს მუამარ გადაფის. სააგენტოს პრესმდივნის მარკ გვოზდეცკის ცნობით, გადაფიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიბიის გადაწყვეტილება, ხელი აიღოს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე. ტრიპოლიდან გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე მოჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ ლიბია თანახმაა, მის ბირთვულ ობიექტებზე ინსპექციები წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდეს. ელ ბარადეის თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და ლიბია მომავალში თანამშრომლობას აპირებენ: [მოჰამედ ელ ბარადეის ხმა] "ჩვენ, ლიბიასთან ერთად, უნდა შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, რათა მოხერხდეს ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის განეიტრალება."
XS
SM
MD
LG